,,შოთა რუსთაველი თამარ მეფეს უძღვნის „ვეფხისტყაოსანს“ – მიხაი ზიჩი

თელავის ისტორიული მუზეუმი მნახველს მიხაი ზიჩის ფერწერული ტილოს დისტანციურად გაცნობის საშუალებას აძლევს. ქეთევან იაშვილის კოლექციაში წარმოდგენილი ზეთის საღებავში შესრულებული საკმაოდ დიდი ფორმატის ტილოს სახელწოდებაა – ,,შოთა რუსთაველი თამარ მეფეს უძღვნის „ვეფხისტყაოსანს“. ტილოს ავტორია უნგრელი ფერმწერი და გრაფიკოსი მიხაი ზიჩი.
„ტილოზე მხატვრის მიერ ასახულია ის მომენტი, როცა შოთა რუსთაველმა თავისი პოემა მიართვა მეფე თამარს…შთამბეჭდავია სურათის კომპოზიცია. პოემის გადაცემის მომენტი ღრმად ემოციურად და მიმზიდველად აქვს მხატვარს წარმოჩენილი, ხოლო მნახველისთვის კი ნაწარმოების ყოველი კომპონენტი ბუნებრივი, მართალი და დამაჯერებელია, ამავე დროს ჭეშმარიტად მხატვრული. თამარის გამოსახულებაში ჩანს მისი კეთილშობილება, მედიდურობა, მაგრამ სინაზესთან შერწყმული. ხოლო შოთას გაცისკროვნებულ სახეში დიდი სითბო და პატივისცემა იგრძნობა..მთლიანობაში ფერწეროლ ტილოზე გამოსახული სცენა გაჯერებულია სიმშვიდის, ინტიმურობის, რელიგიური სიწმინდის ატმოსფეროთი. სურათი ღრმად შთამბეჭდავი კოლორიტით ხასიათდება.
მხატვრული სურათი შეძენილია1937 წელს ქ. თელავში ვაჭარ კ უპატაძისაგან.

ინფორმაცია მხატვრის მოღვაწეობისა და ტილოს შექმნის შესახებ:

მიხაი ზიჩი /1827-1906/ უნგრელი ფერმწერი და გრაფიკოსი. უნგრული რომანტიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი. ძირითადად გახლდათ საიმპერატორო კარის მხატვარი. სწავლობდა ბუდაპეშტის უნივერსიტეტში. 1842 წლიდან მეცადინეობდა ფერწერაში იტალიელ მხატვარ ი. მარასტონისთან, რომელმაც ბუდაპეშტში გახსნა სამხატვრო სასწავლებელი. ერთი წლის შემდეგ გადადის ვენაში და საფუძვლიანად ეუფლება ფერწერას.
1846 წელს იმოგზაურა იტალიაში. 1847 წლიდან ცხოვრობდა პეტერბურგში, სადაც აირჩიეს სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსად. 1874-1881 წლებში ცხოვრობდა საზღვარგარეთ. 1881-1882წლებში კი ცხოვრობდა კავკასიაში.
1881 წელს მ. ზიჩი თბილისში ჩამოვიდა და მოწინვე ქართველი ინტელიგენციის თხოვნით დაიწყო „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებზე მუშაობა. სულ შექმნა 34 სურათი (შეუკვეთეს 14), ხოლო „ვეფხისტყაოსნის“ საგამომცემელო კომისიამ 27 სურათი შეარჩია. აღნიშნული ნამუშევრები მხატვარმა ქართველ ხალხს უსასყიდლოდ გადასცა. მიხაი ზიჩი დიდი გატაცებით მუშაობდა მსოფლიოს ლიტერატურის შედევრთა ილუსტრირებაზე. კავკასიით იგი მ. ლერმონტოვის შემოქმედების გაცნობის შემდეგ დაინტერესებულა და კავკასიაში ჩამოსვლამდე შეუქმნია ლითოგრაფიული ციკლი „კავკასიური სცენები”. მან თბილისში ჩამოსვლისთანავე დაიწყო „ვეფხისტყაუსნის” ილუსტრაციებზე მუშაობაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები