შალვა კიკნაველიძე: საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მაღალი სტანდარტების დასამკვიდრებლად

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შალვა კიკნაველიძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სამინისტროების მიერ პარლამენტის გაცემული რეკომენდაციების შესრულების დადებით ტენდენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მაღალი სტანდარტების დასამკვიდრებლად.

„ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო, საქმიანი და ნაყოფიერი სამუშაო შეხვედრა შედგა. დღევანდელმა დღემ ნათლად გამოაჩინა, თუ როგორ მუშაობს საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმი. ნათლად გამოჩნდა, თუ რამდენი პრობლემა და გამოწვევაა უკვე დადებითად გადაწყვეტილი. მისასალმებელია, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მაღალი სტანდარტების დასამკვიდრებლად. 2019 წელს საქართველოს პარლამენტმა, დადგენილების საფუძველზე, უწყებებისათვის 259 რეკომენდაცია გასცა. შესრულებული რეკომენდაციებისა და მიმდინარე პროცესების შესახებ მთავრობის წარმომადგენლებმა დღეს დეტალურად ისაუბრეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პარლამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი სამინისტროების მიერ გათვალისწინებული იქნა. ზოგადად, პროცესი საკმაოდ შრომატევადია, შესაბამისად, ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა. ამისთვის მადლობა მინდა, ვუთხრა სამინისტროების და მთავრობის წარმომადგენლებს, ასევე, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ სირთულეების დაძლევაზე მუშაობდა. მადლობა მინდა, ვუთხრა ქალაბატონ ნინო ლომჯარიასა და სახალხო დამცველის აპარატის ყველა თანამშრომელს ნაყოფიერი მუშაობისთვის. ჩვენ მზად ვართ კოორდინებული მუშაობისა  და პროცესებში მაქსიმალური ჩართულობისთვის”, – განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.​

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე 2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ” საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშები მოისმინეს. კომიტეტის სხდომას საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მთავრობის აპარატისა და სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები