ვენეციის კინოფესტივალი სექტემბერში გაიმართება

„ვენეციის 77-ე კინოფესტივალი შემოდგომაზე, 2-12 სექტემბერს, გაიმართება,  როგორც დაგეგმილი იყო“ – განაცხადა ვენეტოს რეგიონის გუბერნატორმა ლუკა ძაიამ. უცხოური პრესის მიხედვით ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი აქვეყნებს.
მას შემდეგ, რაც მსოფლიოს კორონავირუსის პანდემიამ შეუტია, ვენეციის კინოფესტივალი იქნება პირველი მთავარი შეხვედრის ადგილი კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის.
ლუკა ძაიას თქმით, წელს ვენეციის კინოფესტივალზე ფილმების მცირე რაოდენობა იქნება წარმოდგენილი, რადგან ბოლო პერიოდში პანდემიის გამო კინოწარმოება გლობალურად შეჩერდა. ცნობილია, რომ ჟიურის პრეზიდენტი ქეით ბლანშეტი იქნება. ფესტივალის 77-ე გამოშვება განსხვავებული სახით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების დაცვით გაიმართება.
ვენეციის კინოფესტივალის წარმომადგენლები არ აპირებდნენ ონლაინკინოჩვენებებს, თუმცა ამჟამად განიხილავენ უსაფრთხო ონლაინპლატფორმების გამოყენებით ფილმების ჩვენებას იმ აუდიტორიისთვის, რომელსაც აქვს აკრედიტაცია, მაგრამ, სავარაუდოდ, ვერ მოახერხებს ფესტივალზე დასწრებას.
იტალია ევროპელი მოგზაურებისთვის საზღვარს 3 ივნისს გახსნის. ქვეყანა, რომელიც ძლიერ დაზარალდა ევროპაში კორონავირუსის პანდემიის გამო, ნელ-ნელა გამოდის მკაცრი იზოლაციიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები