ჩილეში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ჩილეში 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის ხმელთაშუაზღვის სეისმური ცენტრი ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგები 80 კილომეტრის სიღრმეში, დასახლებულ პუნქტ სან პედრო დე ატაკამასთან დაფიქსირდა.

ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები