სომხეთში კორონავირუსს კიდევ 12 პაციენტი ემსხვერპლა
სომხეთში კორონავირუსის კიდევ 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, რესპუბლიკაში უკვე 10 524 ინფიცირებულია.
ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში ვირუსს 12 პაციენტი ემსხვერპლა, სულ ლეტალური შემთხვევების რიცხვი 170-მდე გაიზარდა.
გარდა ამისა, განახლებული სტატისტიკის მიხედვით, დაავადება 3454-მა პირმა დაამარცხა.