აშშ-ში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შედეგად დაწყებულ არეულობებს ქვეყენაში, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა.
ამის შესახებ AP წერს.
სააგენტოს ინფორმაციით, გარდაცვალება დაფიქსირდა ლუისვილში, სენტ-ლუისში, ოკლენდში, დავენპორტში, მინეაპოლისში, ომაჰაში, დეტროიტსა და ჩიკაგოს მახლობლად.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, გარდაცვლილთა უმრავლესობა აფროამერიკელია.
ამასთან, Associated Press-ი წერს, რომ გარდაცვლილთა და დაშავებულთა ზუსტი რიცხვი, ჯერჯერობით, უცნობია.