„თანამედროვე ხელოვნების რუკა” (Contemporary Art Map) – კონკურსი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა” ფარგლებში აცხადებს კონკურსს -„თანამედროვე ხელოვნების რუკა” (Contemporary Art Map).
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსის მიზანია: სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის 1-2 საათიანი პროგრამის შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს მონაწილეებს, ინტერაქტიულ ფორმატში გაეცნონ თანამედროვე ხელოვნების სფეროს.
პროგრამა იძლევა საშუალებას, გაიზარდოს ინფორმაციის დონე თანამედროვე ხელოვნების შესახებ, იმ სამიზნე ჯგუფებში, სადაც ამ თემაზე დღეს ზედაპირული ინფორმაციაა მხოლოდ სარეკლამო და ინფორმაციული წყაროებიდან.
ეს პროგრამა საშუალებას აძლევს მონაწილეებს, გაეცნონ თანამედროვე ქართველ და უცხოელ ხელოვანებს, მათ შემოქმედებას, ტენდენციებს. რუკა პირობითია. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქართველ ხელოვანებს, კურატორებს, საგანმანათლებლო სფეროს მენეჯერებს, ინიციატორებს.

კონკურის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ ორგანიზაციებს (ა(ა)იპ, შპს, ინდ. მეწარმე).
კონკურსში გამარჯვებული პროექტისათვის განსაზღვრულია 5000 ლარი (ყველა გადასახადის გათვალისწინებით).
კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტი შესაძლებელია ელექტრონული რუკის ან სხვა რაიმე ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით იყოს შესრულებული.
შესრულებული პროექტის ფორმა უნდა იყოს ადვილად გამოყენებადი პირველ რიგში სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის, თუმცა მისი ინტერაქტიული კომპონენტი შესაძლებელია სხვა ასაკის ჯგუფებზეც იყოს გათვალისწინებული.
კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია განახორციელოს პროგრამა „თანამედროვე ხელოვნების გალერეის” ტერიტორიაზე მინიმუმ 3-ჯერ 2020 წლის განმავლობაში.
ფოტო და ვიდეოგადაღება უნდა უზრუნველყოს გამარჯვებული პროექტის კურატორმა.
„თანამედროვე ხელოვნების რუკა” უნდა იყოს მკაფიო კონცეფციის მატარებელი, რომელიც გარდა თეორიული ცოდნისა, აგრეთვე პრაქტიკული შედეგის მომტანი იქნება. იგი უნდა იყოს ინტერაქტიული და საინფორმაციო. განაცხადის ავტორი თავად განსაზღვრავს სამიზნე ჯგუფებს.
შედეგი უნდა იყოს რეალიზებადი და განვითარებადი (მაგალითად, შესაძლებელია „რუკაზე” დატანილი პირველადი ინფორმაცია იყოს განახლებადი და მზარდი, რაც პროექტის გრძელვადიან შედეგზე მეტყველებს და მისი მომდევნო განვითარების საშუალებას იძლევა).

კონკურსის ვადები: კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება შესაძლებელია 2020 წლის 11 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით.

დეტალურად იხილეთ:
http://museum.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=99&info_id=15764&fbclid=IwAR09obnbenPoEm6MrJeNr8uyB1kMtgaVH7FWbBtWnULSqA_5czu8dn9fZeE

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები