ბიზნესმენი დავით კეზერაშვილს ბიზნესის დატერორებაში და ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს

   ბიზნესმენი ქეთინო აფციაური თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და ფინანსური პოლიციის ყოფილ უფროსს დავით კეზერაშვილს ბიზნესის წაართმევაში, უკანონოდ დაპატიმრებასა და ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს. აფციაური 1994 წლიდან ბიზნესით იყო დაკავებული. მის კომპანიას ირანიდან, დუბაიდან და ჩინეთიდან სხვადასხვა დასახელების პროდუქცია შემოჰქონდა.
„2005 წლის დეკემბერში ჩემს კომპანიაში „შპს ქეთინო აფციაური“ დავით კეზერაშვილის დავალებით შემოვიდა ფინანსური პოლიცია და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამომიცხადა“, – ამბობს ქეთინო აფციაური.
როგორც აფციაური „ქრონიკასთან“ ინტერვიუში აცხადებს, სხვა კომპანიებთან შედარებით მას შემოტანილ პროქდუტზე ყველაზე მაღალ ფასს ახდევინებდნენ.
„ერთ მანქანაში მე თუ ვიხდიდი 24 ათას ლარს, ფირმა „თერგს“ ერთ მანქანაში ახდევინებდნენ 5000 ლარს. დავინტერესდი, ვინ იდგა „თერგის“ უკან და როგორც დავადგინე, ამ თერგის მეპატრონე იყო სააკაშვილის კლასელი. მოკლედ დიდი საფასურის გადახდით რომ ვერ გააჩერეს ჩემი ბიზნესი, ფინანსურ პოლიციაში დამიბარეს და ერთ-ერთ ხელმძღვანელს, გვარად კობახიძეს, შემახვედრეს. ეს პიროვნება მეუბნება – მე რა, ტყუილად ვიქნიე დროშა, შენ რომ ამდენი ფული აკეთო? აი ბაქოში რომ ორი მანქანა იტვირთება, ჩემს სახელზე გადმოაფორმე, თუ ასე არ მოიქცევი, გაგანადგურებენო. მივხვდი, სხვა გზა აღარ მრჩებოდა და ის ორი მანქანა გადავუფორმე, სადაც 90 ათასი დოლარის ტვირთი იყო“, – იხსენებს ქეთინო აფციაური გაზეთ „ქრონიკასთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, ამით ყველაფერი არ დამთავრებულა და მას კვლავ მიაკითხეს 2005 წელს, ხოლო 2006 წელს კი დააკავეს. „კეზერაშვილის ოჯახის წევრს პეროვსკაიაზე ჰქონდა რესტორანი და ჩვენგან მიჰქონდა პროდუქტები. მას დაუახლოვდა ჩვენი ირანელი პარტნიორი და ამ ბიზნესის ახევა მოინდომეს. შემოტანილ პროდუქციაზე მცირედი ფასთა სხვაობა აღმოაჩინეს, მაშინვე გადავიხადე ჯარიმა 11 ათას ლარი“, – იხსენებს აფციაური და იქვე აღნიშნავს, რომ ამის შემდეგ ის 2006 წლის მარტში დააკავეს.
მისივე თქმით, კეზერაშვილი აფციაურის გათავისუფლების სანაცვლოდ 5 მილიონი ლარის გადახდას ითხოვდა, თუმცა ახლობელის დახმარეით 5 მილიონის ნაცვლად 800 000 ლარი გადაიხადა.
„ეს თანხა ორ ანგარიშზე ირიცხებოდა, ერთი პროკურატურის, მეორე არ ვიცი. ბანკი კატეგორიულად უარს ამბობს, დღემდე რომ მითხრას, სად რიცხავდა ფულს, ეს გასაიდუმლოებულია“, – აცხადებს ქეთინო აფციაური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები