“პოლიციელი გმირია” – აჭარის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მცირეწლოვნის გადარჩენისთვის მადლობას უხდიან

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი ემოციურ პოსტს აქვეყნებს და აჭარის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მცირეწლოვნის გადარჩენისთვის გამოჩენილი ძალისხმევისთვის მადლობას უხდის.

როგორც მისი ფეისბუქპოსტიდან ირკვევა, ქობულეთში მცირეწლოვანმა თაგვის წამალი შეჭამა და შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის მშობლებმა ქობულეთიდან ბათუმის მიმართულებით სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად ავტომობილით წაიყვანეს. გზაში ავტომობილს, სადაც შეუძლოდ მყოფი მცირეწლოვანი იმყოფებოდა, საპატრული პოლიციის ეკიპაჟებმა ბათუმის ბავშვთა კლინიკამდე ესკორტირება გაუწიეს, რის შედეგადაც მცირეწლოვნის კლინიკაში მიყვანა და მისთვის შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დროულად აღმოჩენა მოხერხდა.

“აჭარის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს: სულხან მოწყობილს, ლევან დარსალიას, გია ბეჟანიძესა და თამაზ ლაგვილავას მადლობას ვუხდით პატარა ალისას გადარჩენისთვის, ჯერ უფლის დამსახურებაა და მერე თქვენი, პოლიციელი გმირია. უღრმესი მადლობა თქვენ. გფარავდეთ უფალი”, – წერს მცირეწლოვანი ბავშვის მამიდა.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები