ევროკავშირში აშშ-ში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ

ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელი, ჟოზეპ ბორელი აცხადებს, რომ გმობს ძალადობასა და ნებისმიერი გამოვლინების რასიზმს და აშშ-ში დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ დიპლომატმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“აქ, ევროპაში, ისევე როგორც ადამიანები აშშ-ში, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებით შოკირებულები ვართ. მშვიდობიანი პროტესტის უფლებას ვუჭერთ მხარს. ვგმობთ ძალადობასა და ნებისმიერი სახის რასიზმს. ბუნებრივია, მათ დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოვუწოდებთ”, – თქვა ბორელიმ.

აშშ-ში არეულობა 25 მაისს 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა, რომელიც დაკავების დროს პოლიციის ოფიცრების მიერ უფლებამოსილების გადამეტებას ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები