ლევან ცუცქირიძის ტილო – „მაყრიონი“
10 სურათი, რომელიც ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში აუცილებლად უნდა ნახო – ამ რუბრიკით ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ლევან ცუცქირიძის სურათს „მაყრიონს“ აქვეყნებს.
„ლევან ცუცქირიძის ამ ნამუშევრის ნახვისას, ჩნდება კითხვები: რომელი პერიოდია ასახული, თანამედროვე თუ არქაული? სურათში უბრალო ადამინების ყოფაა ასახული თუ რელიგიურ-ლიტერატურული პერსონაჟების და გმირების?
1970-იანი წლებში მხატვარი ცდილობს ქართული რეალობის წარმოჩენას განყენებულ პლასტში. ქართული ტრადიციები, ფოლკლორი, ლიტერატურა, რელიგია და ისტორია ცუცქირიძისთვის რეალობის ჩამანცვლებელი საშუალებაა და, ამავდროულად, ამ მოდელებით ცდილობს მის გადაფასებას. მაყარი, რომელიც ნეფე-დედოფალს ახლავს, ქართული ტრადიციების და მათი განგრძობადობის აღმნიშვნელია. გამოსახული მრავლფიგურული სცენა არ იძლევა საშუალებას, რომ განსაზღვრო პერიოდი, საუკუნე და გამიჯნო გმირები ადამინებისგან, შესაბამისად ეს მხატვრული მეტაფორაა. სურათში გარემო თეატრალიზებულია, კუბისტურ-კონსტრუქტივისტული ფონით და გროტესკული ადამიანების, ცხოველების ფიგურებით. პასტელური ფერები, გეომეტრიული და შავი გრაფიკული ფორმები აძლიერებს სცენის დინამიკას. ცუცქირიძის მანერა მოგვაგონებს პეტრე ოცხელის თეატრალიზებულ – განყენებულ სამყაროს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სურათზე: ლევან ცუცქირიძე – „მაყრიონი“. 2014. ტემპერა, ტილო.