ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის წლის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის წლის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საღამოზე, რომელსაც ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელი ვანო ჩხარტიშვილი ესწრებოდა, უნივერსიტეტის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა ანა ლოლაშვილისა და სერგო ურუშაძის ხელმძღვანელობით, საარქივო ჩანაწერებიდან აღდგენილი ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს.
„კონცერტს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს მიულოცა და მადლიერება გამოხატა ქართული კულტურის გამოჩენილი წარმომადგენლების – ანზორ ერქომაიშვილისა და იოსებ კეჭაყმაძის მიმართ.
თინათინ რუხაძემ მადლობა გადაუხადა გალობის უნივერსიტეტს, ფოლკლორის ცენტრს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ქართული ფოლკლორის შენარჩუნების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
ფონდ „ქართული გალობის“ დირექტორმა ნანა გოთუამ, ფონდის და გალობის უნივერსიტეტის სახელით, მხარდაჭერისთვის ჯილდოები გადასცა საქართველოს კულტურის მინისტრს, თინათინ რუხაძეს, თორაძის ფონდის დამფუძნებელს, ნინო თორაძეს, თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალისა და ეროვნული სასახლის დირექტორს, ნინა ყიფიანს და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელს, ედიშერ სავიცკის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები