ობამას ყოფილი მრჩეველი: აშშ-ში არეულობაში ექსტრემისტები მონაწილეობენ, რომლებიც შესაძლოა, რუსეთიდან იყვნენ დაფინანსებული

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაქ ობამას ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, სიუზენ რაისი არ გამორიცხავს, რომ აშშ-ში მიმდინარე არეულობებთან კავშირი რუსეთს ჰქონდეს.

ამის შესახებ რაისმა CNN-თან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, აქციაში როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე ექსტრემისტები მონაწილეობენ, ამიტომ უშვებს მოსაზრებას, რომ ისინი “გარე ძალების მიერ”, მაგალითად, სოციალურ ქსელების მეშვეობით იყვნენ წახალისებული.

“არიან მშვიდობიანი მომიტინგეები, რომელთა ყურადღება ნამდვილად არის ფოკუსირებული ტკივილსა და უთანასწორობაზე, რომელსაც ყველა ჩვენთაგანი ებრძვის და რაშიც გარკვევაა საჭირო. მაგრამ არიან ექსტრემისტებიც, რომლებიც მოვიდნენ და ცდილობენ, პროტესტი გააკონტროლონ და სხვა რამეში გადაზარდონ. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი ჰგავს რუსეთიდან მართულს”, – თქვა რაისმა.

მისი თქმით, რუსებს მრავალი წელია, აქვთ მცდელობა, გახლიჩონ აშშ-ის საზოგადოება.

“სოციალურ ქსელებში ისინი მტკივნეული თემებით მანიპულირებენ, იქნება ეს იმიგრაცია, ჰომოსექსუალთა უფლებები, შეიარაღებული ძალადობა და როგორც ყოველთვის რასიზმი და ამაზე თამაშობენ. მათი მიზანია არა მხოლოდ შეერთებული შტატების შეურაცხყოფა, არამედ მათი მიზანია ჩვენი გახლეჩა, რომ ჩვენ ერთმანეთს ვებრძოლოთ”, – განმარტა სიუზენ რაისმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები