“დარწმუნებულები ვართ, რომ საზოგადოების უმრავლესობა რურუას გათავისუფლებასა და ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას შორის ტოლობის ნიშანს არ დასვამს”
“დარწმუნებულები ვართ, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა გიორგი რურუას გათავისუფლებასა და ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას შორის ტოლობის ნიშანს არ დასვამს”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
“დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა და ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ტოლობის ნიშანს არ დასვამს რურუას გათავისუფლებასა და ქვეყნის მომავალს შორის, ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას შორის. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი უმრავლესობისა და რამდენიმე დეპუტატის რაოდენობა ეყოფა საკონსტიტუციო ცვლილებებს”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.