“ ჩვენი ჩაცხრილვის, შემდეგ კი ჩემი წამების სკანდალური ვიდეოფირები არსებობს“

   არსებობს ჩვენი ჩაცხრილვის და ჩემი წამების სკანდალური ვიდეოფირები, – ამის შესახებ ე.წ მუხროვანის ამბოხის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურამ კობა ოთანაძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა. ოთანაძის თქმით, თუკი ყოფილმა ხელისუფლებამ აღნიშნული ფირების განადგურება ვერ მოასწრო, ეს ფირები აუცილებლად გასაჯაროვდება. “არსებობს ჩვენი ჩაცხრილვის, შემდეგ კი ჩემი წამების, სკანდალური ვიდეოფირები. თუკი ყოფილმა ხელისუფლებამ მათი განადგურება ვერ მოასწრო, აუცილებლად გასაჯაროვდება. გასულ კვირას ყველამ იხილა, რომ სპეცოპერაციას მთელი ნაცელიტა ხელმძღვანელობდა, რაც ნორმალურ ქვეყანაში სირცხვილია. სპეცოპერაცია უნდა ჩაეტარებინა სპეცდანაყოფს, რა ესაქმებოდა გიგი უგულავას, ადეიშვილს ან გივი თარგამაძეს? იგივე ნაცელიტა ესწრებოდა ჩვენ ჩაცხრილვასაც“,-აცხადებს ოთანაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები