გია აბაშიძე: „პოლიტპატიმრებზე” რაიმე განცხადება გვესროლოს სამარცხვინო ნაცოპოზიციამ

„პოლიტპატიმრებზე” რაიმე განცხადება გვესროლოს სამარცხვინო ნაცოპოზიციამ”, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელიც პრეზიდენტმა თეთრ სახლთან გამართული საპროტესტო აქციის შესახებ გააკეთა.

როგორც აშშ-ს ლიდერი „ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე წერს, თეთრ სახლთან შეკრებილი ხალხი რომ ღობესთან მოახლოებულიყო, ყველაზე ავი ძაღლებით და საშიში იარაღით დახვდებოდნენ, სწორედ მაშინ დაშავდებოდა ხალხი სულ მცირე ძალიან მძიმედ.

ანალიტიკოსი ტრამპის განცხადებას, „ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე უცვლელად აზიარებს:

„პოლიტპატიმრებზე” რაიმე განცხადება გვესროლოს სამარცხვინო ნაცოპოზიციამ – გუშინ ღამით, თეთრ სახლთან აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა დიდებული სამუშაო გასწია. ისინი არა მხოლოდ პროფესიულად, არამედ ძალიან ცივსისხლიანადაც მოქმედებდნენ. თეთრ სახლში ვიმყოფებოდი და თითოეულ ნაბიჯს ვაკვირდებოდი. მინდა გითხრათ, რომ არასოდეს მიგვრძნია თავი უფრო უსაფრთხოდ. მათ ე.წ. გამპროტესტებლებს ბღავილის ნება დართეს. თუმცა, როგორც კი ვინმე გამყოფ ხაზს მიუახლოვდებოდა, სწრაფად ახდენდნენ რეაგირებას. წინა ხაზზე საიდუმლო სამსახურის ახალბედა აგენტები იდგნენ. პროფესიულად ორგანიზებული დიდი ბრბო შეიკრიბა თეთრ სახლთან, თუმცა არავინ შეეცადა მოახლოვებას. ეს რომ გაეკეთებინათ, მათ ყველაზე ავი ძაღლებითა და ყველაზე საშიში იარაღით მიესალმებოდნენ. სულ მცირე, მძიმედ დაშავდებოდნენ. საიდუმლო სამსახურის აგენტები მზად იყვნენ რეაგირებისთვის. როგორც გუშინ იხილეთ, ისინი ძალიან ცივსისხლიანად და პროფესიულად მოქმედებდნენ. მადლობა მათ”,- წერს აშშ-ს პრეზიდენტი „ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები