30 მაისს ქართველი მეცნიერი, ხელოვნების ისტორიკოსი ვახტანგ ბერიძე დაიბადა

30 მაისი ქართველი მეცნიერის, ხელოვნების ისტორიკოსის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის დირექტორის – ვახტანგ ბერიძის (1914-2000) იუბილეა. თელავის ისტორიული მუზეუმი იხსენებს ამ თარიღს და ჩამოთვლის მეცნიერის ღირსშესანიშნავ თარიღებს მისი ბიოგრაფიიდან.
„ვახტანგ ბერიძე ავტორია არაერთი მონოგრაფიის, მისი კვლევის საგანს წარმოადგენდა კულტურული ძეგლები, არქიტექტურა, ხელოვნება… მას ეკუთვნის ნაშრომები თვალსაჩინო ქართველი მხატვრების (დ. კაკაბაძე, ლ. გუდიაშვილი, ნ. ფიროსმანაშვილი) შესახებ; ვახტანგ ბერიძე ავტორია წიგნებისა – ,,XIX-XX სს-ის ქართულ სახვით ხელოვნება“, ასევე, ,,კულტურა და მხატვრული ცხოვრება საქართველოს პირველ რესპუბლიკაში (1918-1921)“ და სხვ.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ვახტანგ ბერიძეს – ,,ბატონის ციხის“ – ხუროთმოძღვრული კომპლექსის შესახებაც აქვს საინტერესო მოსაზრებები გამოთქმული (XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, ტომი I, 1983).

„გიორგი ჩუბინაშვილი“ – ავტორი ვახტანგ ბერიძე

2014 წლის 25 ივნისს გ. ჩუბინაშვილის ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა ვახტანგ ბერიძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო მისი გრაფიკული ნამუშევრები: არქიტექტურული ჩანახატები და კარიკატურები…
საყოველთაოდ ცნობილია, რაოდენ
დიდი ამაგი მიუძღვის ვახტანგ ბერიძეს ქართული ხელოვნებათმეცნიერების წინსვლასა და საქვეყნოდ გამზეურებაში… მან თავის მოღვაწეობით შეძლო საქვეყნოდ ეჩვენებინა, რომ ქართული ხელოვნება მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენაა და იგი დიდად ეხმარება სხვა ხალხთა კულტურის ისტორიის შესწავლის საქმეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები