უკრაინაში რუსული ძალების იერიშს 3 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საოლქო ადმინისტრაციების ცნობით, ღამის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სხვადასხვა რეგიონში მასშტაბური სარაკეტო დარტყმები განახორციელეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ხერსონის, დონეცკის, სუმისა და ხარკოვის ოლქებში რუსების შეტევის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა.

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, დარტყმები მიმართული იყო არა მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზეც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები