მაკა ბოჭორიშვილი: ეროვნულ ინტერესებზე, ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე თავად უნდა ვიზრუნოთ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია რეაგირება ჰქონდეს პოლიტიკური პარტიების იმგვარ საქმიანობაზე, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინტერესებს.
„მარტივად არის საქმე, ეროვნულ ინტერესებზე, ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე თავად უნდა ვიზრუნოთ. როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მოქმედებენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც სრულ წინააღმდეგობაში მოდიან სახელმწიფოს ინტერესებთან, ჩვენი სახელმწიფოს მთავარ კანონთან, ამაზე უნდა გვქონდეს შესაბამისი რეაგირება. ეს ჩვენი ერთგვარი ვალდებულებაც კი არის. რა თქმა უნდა, ეს არის სამართლებრივი პროცესი, ეს პროცესი გრძელდება და უნდა იყოს დასრულებული, თუმცა მანამდე, ერთგვარად, ვალდებულებაც კი არის ჩვენი, როგორც პოლიტიკური პარტიის და ჩვენი საზოგადოების, რომ რეაგირება გვქონდეს სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ ლაშქრობაზე, რომელსაც ახორციელებენ კონკრეტული პარტიები“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.