ჯაბა სამუშია: პრემიერთან განათლების რეფორმის კონცეფციის განხილვისას საუბარი იყო უმაღლეს სასწავლებლებში არსებულ პრობლემებზე, შევთანხმდით, რომ გაგრძელდება მსგავსი ტიპის შეხვედრები და დაიწყება მუშაობა მასშტაბურ დოკუმენტზე

პრემიერ-მინისტრთან განათლების რეფორმის კონცეფციის განხილვისას საუბარი იყო იმ პრობლემებზე, რაც უმაღლეს სასწავლებლებში არსებობს, – განაცხადა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

ჯაბა სამუშიას შეფასებით, შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა განათლების რეფორმის კონცეფცია წარადგინა.

„იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა. საუბარი იყო იმ პრობლემებზე, რაც დღეს საქართველოში არის უმაღლეს სასწავლებლებში. ასევე რექტორებმა ისაუბრეს იმ საკითხებზე, რაც ამ რეფორმის ფარგლებში არის განსახორციელებელი. შევთანხმდით, რომ მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი ტიპის შეხვედრები, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი სამინისტროს დონეზე და ასევე დაიწყება მუშაობა საკმაოდ მასშტაბურ დოკუმენტზე“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები