ზაქარია წიკლაური: მჯერა, რომ “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობით შევძლებთ ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას
თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ხალხის ძალის” თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური მე-8 მოწვევის საკრებულოს გეგმებსა და მიზნებს მედიასთან გამოეხმაურა.
მისი თქმით, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობისთვის მიცემული პირობების შესრულებისთვის მზაობა არის და “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.
“ჩვენი მთავარი მიზანია, რომ თბილისი მომდევნო 4 წლის განმავლობაში უფრო მიმზიდველი და ლამაზი გახდეს. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მუდმივად ვპირდებოდით მოსახლეობას ამას და გვაქვს მზაობა და შესაბამისი კომპეტენცია. მჯერა, რომ “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობით შევძლებთ ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნისა და დედაქალის განვითარებას,”- განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.