რუსული კომპანია “ლუკოილი” აშშ-ის სანქციების გამო უცხოურ აქტივებს ყიდის
რუსეთის ნავთობკომპანია Lukoil-მა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციების გამო, უცხოური აქტივების გაყიდვას იწყებს.
გაყიდვა შეეხება Lukoil International GmbH-ს, რომელიც კომპანიის საზღვარგარეთულ ოპერაციებს მართავს.
კომპანიამ დაადასტურა, რომ მიიღო Gunvor Group-ის შეთავაზება და სხვა პოტენციურ მყიდველებთან მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს.
ამასთან, როგორც Politico წერს, კომპანია Gunvor-ი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის გენადი ტიმჩენკოს მიერ არის დაფუძნებული.
ფინანსური დეტალები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ აქტივები, შესაძლოა, ფასდაკლებით გაიყიდოს.
Lukoil-ის უცხოური აქტივების სიაში შედის საბადოები ერაყსა და აზერბაიჯანში, ასევე ნავთობგადამმუშავებელი ქარხნები ევროპაში, მათ შორის ბულგარეთსა და რუმინეთში. ექსპერტების შეფასებით, ეს ნაბიჯი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც Lukoil-ის გლობალურ პოზიციებზე, ასევე საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზარზე.