საერთაშორისო საგამომცემლო პროგრამა ბრიტანელი, თურქი, უკრაინელი და ქართველი მონაწილეებისთვის ონლაინ სასწავლო ტურს აწყობს

ბრიტანეთის საბჭო საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან თანამშროლობით საერთაშორისო საგამომცემლო პროგრამის მონაწილეებისთვის ონლაინ სასწავლო ტურს აწყობს. ონლაინ სესია 31 მაისს, 14:00 -17:00​ საათზე თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალის ფარგლებში​ განხორციელდება.
​აღნიშნული პროგრამა 2019 წლიდან ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით და მიზნად ისახავს  პროფესიონალი გამომცემლების დაკავშირებას ბრიტანეთსა და მზარდი საგამომცემლო სექტორის მქონე ქვეყნებში. პროგრამის საკონკურსო წესით შერჩეული მონაწილეები ბრიტანეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან ერთობლივად იღრმავებენ ცოდნას საერთაშორისო საგამომცემლო ბაზრის შესახებ და ამყარებენ გრძელვადიან პროფესიულ კავშირებს. საქართველოში პროგრამის პარტნიორია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.
​პროგრამის ექვსივე საერთაშორისო მონაწილე 2020 წლის 31 მაისს კიდევ ერთხელ შეიკრიბება, ამჯერად ვირტუალურად, თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალის საერთაშორისო საგამომცემლო-პროფესიული პროგრამის ფარგლებში. დიდი ყურადღება დაეთმობა ქართული საგამომცემლო სექტორის გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვას. ასევე, მონაწილეები გაეცნობიან მწერალთა სახლის მისიასა, პროგრამას და ქართული გამომცემლობების საქმიანობას. თავის მხრივ ბრიტანელი გამომცემლები წარმოადგენენ თავიანთ საგამომცემლო კომპანიებს.
მოკლე ინფორმაცია საერთაშორისო საგამომცემლო პროგრამის მონაწილეების შესახებ.
პროგრამის ბრიტანელი მონაწილეები არიან: ალეშა ბონსერი (გამომცემლობა „Penguin Random House“), ართურ ტომპსონი (გამომცემლობა „Kogan Page“), ემა უორნოქი (გამომცემლობა „No Alibi“), მოლი საითი (გამომცემლობა „Scribe“), ანსა ხან ქატაკი (გამომცემლობა „Picador“), ბეკა პარკინსონი (გამომცემლობა „Comma Press“).
პროგრამის თურქი მონაწილეები არიან: ბაშაქ გიუნთეკინი (გამომცემლობა „arsut Kitap“) და მეჰმეთ ერკურტი ((გამომცემლობა „Can Yanilari“).
პროგრამის უკრაინელი მონაწილეები არიან: მიკოლა კოვალჩუკი (გამომცემლობა „ArtHuss“) და კატერინა ნოსკო (გამომცემლობა „IST“).
პროგრამის ქართველი მონაწილეები ლუკა გრიგოლია (სულაკაურის გამომცემლობა) და მარიამ ბაკურაძე (გამომცემლობა „ინტელექტი“) არიან.
​მოხარულები ვართ, რომ პროგრამის მონაწილეები არიან საგამომცემლო სექტორში ინოვაციებისა და ინტერნაციონალიზაციის ერთგულნი. ისინი საქმიანობენ  სხვადასხვა ჟანრში (მათ შორის მოიაზრება მხატვრული, საბავშვო და ახალგაზრდული ლიტერატურა, ბელეტრისტიკა, ხელოვნება და დიზაინი) და ასრულებენ სხვადასხვა მოვალეობებს, მათ შორის რედაქტირება, უცხოური ლიტერატურის საავტორო უფლებები, მარკეტინგი, დიზაინი და პროდაქშენი. ისინი წარმოადგენენ როგორც დიდ საგამომცემლო ორგანიზაციებს, ასევე მცირე დამოუკიდებელ გამომცემლობებს. პროგრამის მონაწილეები პირველად ერთმანეთს 20120 წლის თებერვალში ლონდონში შეხვდნენ სასწავლო ვიზიტის მიმდინარეობისას.
​ონლაინ სესიაზე დასარეგისტრირებლად მსურველებს ვთხოვთ წინასწარ დაგვიკავშირდნენ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებზე: maya.darchia@ge.britishcouncil.org ან info@gpba.ge“,-აღნიშნულია ბრიტანეთის საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები