ლუგარის სახელობის სამხედრო-ბიოლოგიური კვლევითი ცენტრი რუსეთში ბევრ კითხვას იწვევს. ცენტრი აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მიერ არის აშენებული და გამოიყენება მის მიერ განსაკუთრებულად საშიში ინფექციური დაავადებების წარმოშობის შესასწავლად.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
რუსეთის საგარეო უწყების მტკიცებით, მათი მოთხოვნის მიუხედავად, აშშ არ აწვდის ინფორმაციას საქართველოში მოქმედ ლაბორატორიაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ.
“ვაშინგტონი არ განმარტავს, თუ რით არის დაკავებული უშუალოდ რუსეთის საზღვრებთან არსებულ ლაბორატორიაში, რაც, ბუნებრივია, ვერ იქნება ჩვენ მიერ გათვალისწინებული ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია ასეთ მგრძნობიარე ასპექტებზე.
რუსეთის ოფიციალური პირები, საზოგადო მოღვაწეები, ასევე, ქართველი ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არაერთხელ მიუთითებდნენ იმაზე, რომ ლუგარის ცენტრის საქმიანობა კითხვებს აჩენს, განსაკუთრებით, ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციის შესრულების ნაწილში. კერძოდ, აღინიშნება, რომ ამ ობიექტის ბაზაზე კვლევები ტარდება მწერების გამოყენებაზე, როგორც ინფექციების წარმოშობისა და ბიოლოგიურად საშიში აგენტების გადამტანებზე.
ყურადღებას იქცევს აშშ-ის მიერ უკვე დაპატენტებული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ჰაერში ინფიცირებული მწერების გასაფანტად უნდა იყოს გამოყენებული. გარდა ამისა, გაცემულია პატენტი საბრძოლო მასალებზე, რომლებიც მომწამვლელი ნივთიერებებით ან ინფიცირებული აგენტებით არის აღჭურვილი. ცხადია, რომ მსგავსი “გამოგონებები” კონვენციის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.
რაც შეეხება ლუგარის ცენტრის “არაერთგზის გაუგებარი ინსპექციის” შესახებ, ჩვენთვის ცნობილია, რომ ცენტრს 2018 წლის 14-15 ნოემბერს საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი სტუმრობდა. არერთხელ გვითქვამს, რომ აღნიშნული ღონისძიება საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომაში შეყვანის მცდელობას ისახავს. პროგრამა არ ითვალისწინებდა ცენტრის დაწვრილებით ვერიფიცირებას, რაც რეალური ვითარების შეფასების საშუალებას მოგვცემდა ან იმ ინფორმაციის დასტურს, რომელიც ნდობის განმტკიცებას შეუწყობდა ხელს.
კვლავ ვადასტურებთ, ვაშინგტონის პირფერულ პოზიციას, რომელიც ფორმალურად გამოდის კონვენციის განმტკიცების მხარდამჭერად, მაგრამ ამასობაში ორი ათწლეულის განმავლობაში ბლოკავს პროტოკოლის მიღებას, რომელიც მსგავსი ობიექტების ეფექტურ შემოწმებას უზრუნველყოფდა.
ლუგარის ცენტრის სტუმრობა რუსეთის პროფილური ექსპერტების მიერ ურთიერთმისაღებ პირობებში ისევ ვერ ხერხდება. ქართულ მხარეს ჩვენს 2019 წლის ივნისის ნოტაზე კონკრეტული პასუხი არ გაუცია, რომელშიც საუბარი იყო ვიზიტის განხორციელების ვადების განსაზღვრაზე. თბილისის ოფიციალურ რეაგირებას ველოდებით.
რუსი ექსპერტების მიერ ცენტრის სტუმრობა უნდა მოხდეს ლაბორატორიის ყველა კორპუსის მონახულების გარანტიის უზრუნველყოფით, რაც მის რეალური შემოწმებას უზრუნველყოფს. ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორმხრივ ფორმატში სხვა ქვეყნების წარმომადგენლების ჩართვის (გარდა ცენტრში აკრედიტებული პენტაგონის თანამშრომლებისა), ასევე, საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციებისა”, – ნათქვამია განცხადებაში.