ტრამპს “დიდი შვიდეულის ” სამიტის ჩატარება თეთრ სახლში უნდა
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ “დიდი შვიდეულის” სამიტის ჩატარება არა ვიდეოფორმატით, არამედ თეთრ სახლში იმის ნიშანი გახდება, რომ ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება.
ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეილი მაკენანმა განაცხადა.
მისი თქმით, ღონისძიების ორგანიზატორები ქვეყნების ლიდერების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.
მაკენანმა ასევე დაუშვა, რომ სამიტი შესაძლოა, ივნისის ბოლოს ჩატარდეს.
მარტის ბოლოს, პანდემიის ფონზე, ტრამპმა სამიტის გამართვა ვიდეოფორმატის რეჟიმში გადაწყვიტა.
თუმცა, მანამდე ღონისძიების ჩატარება 10-12 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტების კემპ-დევიდის რეზიდენციაში იგეგმებოდა.
2019 წელს შეხვედრა საფრანგეთის ბიარიცში ჩატარდა, ერთი წლით ადრე კი, კანადის ლა-მალბეში.
G7-ის წევრები არიან აშშ, იტალია, იაპონია, კანადა, საფრანგეთი, გერმანია და ბრიტანეთი.