საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში მინი კონცერტით აღინიშნა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში მელიტონ ბალანჩივაძის ოპერისა და ბალეტის ორკესტრის გუნდის შესრულებით, საქართველოს ჰიმნითა და მრავალჟამიერით აღინიშნა. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
“პანდემიიდან გამომდინარე, ვიცით, რომ ყველა ღინისძიება არ ტარდება. ჯერჯერობით, არ გვაქვს ისეთი სიტუაცია, რომ ჩავატარით ყველა ის ღინისძიება, რაც ტარდებოდა წინა წლებში. შესაბამისად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, იმ მასშტაბიდან გამომდინარე, თუ რამხელა დღესასწაულია 26 მაისი საქართველოსთვის, გადავწყვიტეთ, ასეთი რამ გაგვეკეთებინა და ბაგრატის ტაძრის ეზოდან, რომელიც არის ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო, მოგველიცა მთელი ქვეყნისთვის”, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძემ.