„ჯანსუღ კახიძე“ – დოკუმენტური ფილმის ონლაინპრემიერა

26 მაისს, 16:00 საათზე,  ჯანსუღ კახიძის 85 წლის იუბილეს ეძღვნება დოკუმენტური ფილმის „ჯანსუღ კახიძის“ ონლაინპრემიერა.
ფილმი მაყურებელს გააცნობს მაესტროს პიროვნებას და მის დამოკიდებულებას იმ საქმისადმი, რომელსაც მთელი თავისი არსით მიუძღვნა ცხოვრება.
ფილმის იდეის ავტორი და პროდიუსერია – ვახტანგ კახიძე; აღმასრულებელი პროდიუსერი – ნანა ბულეიშვილი.
26 მაისს დიდ ქართველ მაესტროს ჯანსუღ კახიძეს 85 წელი შეუსრულდებოდა.
ონლაინჩვენებაის ორგანიზატორია ჯ. კახიძის სახელობის მუსიკალურ- კულტურული ცენტრი.
ონლაინჩვენება გაიმართება ფეისბუქგვერდზე: დიდი მაესტროს სამყარო 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები