შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი 25-29 მაისს გადასახადის გადამხდელებს ექვს ლოკაციაზე მოემსახურება

 

25-29 მაისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR – გადასახადის გადამხდელებს 6 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება:

„ცაგერში, 25.05.2020, რუსთაველის ქ.N 64; გამგეობის შენობის წინ, 10:00-17:00; ასპინძაში, 27.05.2020, მეფე თამარის ქუჩის დასაწყისი, “თიბისი ბანკი”-ს მიმდებარე ტერიტორია,10:00-17:01; ონში, 27.05.2020, აღმაშენებლის მოედანი Nუ1; საკრებულოს წინ, 10:00-17:00; ნინოწმინდაში, 28.05.2020, პუშკინის ქუჩა; გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია, 10:00-17:00; ხულოში, 28.05.2020, გამგეობის შენობის წინ, 10:00-17:00; შუახევში, 29.05.2020, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია; 10:00-17:00”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები