ადვოკატი: ნიკოლოზ ბასილაშვილი დანაშაულს არ აღიარებს, მტკიცებულებები არ არსებობს

 

“ნიკოლოზ ბასილაშვილი დანაშაულს არ აღიარებს, მტკიცებულებები არ არსებობს”, – ამის შესახებ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის მუხლით დაკავებული ჩოგბურთელის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა.

„მტკიცებულებებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ. მთავარი გახლავთ ის, რომ მას გირაო შეეფარდა. დანაშაულს არ აღიარებს, გამომდინარე იქიდან, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, მტკიცებულებები არ არსებობს. მასთან არ გაფორმებულა არანაირი საპროცესო შეთანხმება. ბასილაშვილს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და შესაბამისად, ამის მტკიცებულებებიც საქმეში არ არსებობს. რა თქვა პროკურატურამ არ მაინტერესებს. ჩვენ ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან და ნიკოლოზ ბასილაშვილის პოზიციიდან გამომდინარე, კომენტარს არ ვაკეთებთ“, – განაცხადა ჭკადუამ.

ცნობისთვის, გამოძიება ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ედავება. ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები