ირინე წაქაძე: გასულ წელს, 100-ზე მეტი სტაჟიორი მივიღეთ და მათი დიდი ნაწილი დასაქმდა – წელსაც ვგეგმავთ 300-მდე სტაჟიორი მივიღოთ

მთავრობის დადგენილებით, საჯარო დაწესებულებებში, ანაზღაურებადი სამთვიანი სტაჟირების ახალი კონკურსი ცხადდება. 1-ელი სექტემბრიდან, სტაჟიორთა მიღება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაშიც დაიწყება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ირინე წაქაძის განცხადებით, მსგავსი პროგრამები, განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია საჯარო სექტორისთვის, რადგან საშუალებას აძლევს სახელმწიფო უწყებებს, მოიზიდონ ახალგაზრდა კადრები, რომლებსაც უკვე გააჩნიათ თეორიული ცოდნა და სტაჟირების პროცესში, შეძლებენ მის პრაქტიკაში გამოყენებასა და გაღრმავებას.

„ასეთი მიდგომა და განსაკუთრებით ის გარემოება, რომ სტაჟირება არის ანაზღაურებადი, ყველა ადამიანს, ვინც დაინტერესებულია სახელმწიფო სექტორში მუშაობით, ძალიან ფართოდ უხსნის საჯარო სამსახურის კარს. 2024 წელს, ჩვენი სამინისტროს სისტემაში, 100-ზე მეტი სტაჟიორი მივიღეთ და მათი დიდი ნაწილი, სტაჟირების დასრულების შემდეგ, დასაქმდა სხვადასხვა პოზიციაზე. წელსაც ვგეგმავთ, 300-მდე სტაჟიორი მივიღოთ და დანარჩენი უკვე კანდიდატების აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული“, – აღნიშნა ირინე წაქაძემ.

სტაჟირების მსურველებს, განაცხადის გაკეთება, 2025 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის – www.hr.gov.ge –  მეშვეობით, სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ, 3 000-მდე კონკურსზე შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები