U.S. Naval Institute: ამერიკამ მტკიცე მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს საქართველოს შესვლას ნატოში და მკაფიოდ განაცხადოს, რომ რუსეთს არ აქვს წევრობაზე ვეტოს დადების უფლება სხვა ქვეყნებში შეჭრის გზით
„ამერიკამ მტკიცე მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს საქართველოს შესვლას ნატოში და მკაფიოდ განაცხადოს, რომ რუსეთს არ აქვს წევრობაზე ვეტოს დადების უფლება სხვა ქვეყნებში შეჭრის გზით. ეს არის გრძელვადიანი მიზანი, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი აშშ-ის ინტერესების დაცვის კუთხით”, – ნათქვამია U.S. Naval Institute-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „საქართველო – შავი ზღვის გასაღები“.
სტატიის თანახმად, როგორც საქართველოს, ისე უკრაინის შემთხვევაში რუსეთმა ცხადყო, რომ მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს აშშ-ის მოკავშირეების ტერიტორიაზე შეჭრა, თუკი ისინი ჯერ არ არიან ნატოს წევრები.
როგორც სტატიის ავტორი გრეის ჰოვარდი აღნიშნავს, „სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად, თავდაცვის დეპარტამენტმაც მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს შესვლას ნატოში, როგორც გრძელვადიან მიზანს“
„სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად, თავდაცვის დეპარტამენტმაც მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს შესვლას ნატოში, როგორც გრძელვადიან მიზანს. 2019 წელს, საქართველოს ეგიდით გაიმართა საქართველო-ნატოს სწავლება „მტკიცე სული“. ადმირალმა ჯეიმს ფოგომ უმაღლესი შეფასება მისცა ქართველების პროფესიონალიზმს და კვალიფიკაციას, ასევე კმაყოფილებით აღნიშნა ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებები შეიარაღებული ძალების განვითარებასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა საქართველო-ნატოს სამომავლო ურთიერთობების მნიშვნელობას. მართალია, რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია წარმოადგენს აშკარა დაბრკოლებას ნატოს წევრობის გზაზე, მაგრამ წევრობისკენ წინსვლაზე უარის თქმა შექმნის დაუცველობას და იქცევა ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობად ამერიკისთვის. რუსეთი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შეიჭრა 2008 წელს, სულ რამდენიმე თვეში მას შემდეგ, რაც ნატომ გააჟღერა სამომავლო წევრობის შეთავაზება, თუმცა არ უზრუნველყო წინსვლა წევრობის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში. გერმანია და საფრანგეთი, რუსეთის პროვოცირების შიშით, დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებიან საქართველოს წევრობას. შედეგად, ნატომ ფარულად მიანიშნა რუსეთს, რომ მას სურს საქართველოს წინაშე ვალდებულებების აღება – რუსეთმაც ხელიდან არ გაუშვა ეს შესაძლებლობა, იცოდა რა, რომ ოკუპაცია კიდევ უფრო გადაავადებს სამომავლო წევრობას“ ,- ნათქვამია სტატიაში.
https://www.usni.org/magazines/proceedings/2020/may/georgia-key-black-sea?fbclid=IwAR2Q8389AfecaAPbyIKAjNo0A75F1zB9sduGJBuQLF7yWv9TOfN6_nTF0TA