ზაზა მარჯანიშვილის მუსიკალური ვარიაციები – „სამოსელი პირველი“

24 მაისს, დღის 12:00 საათზე, ხელოვანთა კავშირი კონცეპტ-არტი და სსიპ საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი წარმოადგენს ზაზა მარჯანიშვილის მუსიკალურ ვარიაციებს, „სამოსელი პირველის“ ვიდეოჩანაწერს – გურამ დოჩანაშვილის რომანის მიხედვით.
მონაწილეობენ: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით; აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით.
თეა დემურიშვილი, მეცო-სოპრანო
ოთარ ჯორჯიკია, ტენორი
ირინა თაბორიძე, სოპრანო
მარიამ როინიშვილი, სოპრანო
გიორგი წამალაშვილი, ბარიტონი
გიორგი დავითაძე, ტენორი

სპეციალური მოწვევით: ნანა შონია; მიხეილ გომიაშვილი.

პროდიუსინგი – მარინა სალუქვაძე
კრეატიული პროდიუსერი – თეონა ჯორბენაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები