საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ქვეყანაში დღეს კორონავირუსის ხუთ ახალი შემთხვევა დადასტურდა.

„გამოჯანმრთელებულების რიცხვი 14-ით გაიზარდა. იყო 495, ახლა გვყავს 509 გამოჯანმრთელებული. ამ ეტაპზე, „კოვიდ 19“-ით ცენტრებში მკურნალობს 207 პაციენტი, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 290-ით ჭარბობს ამჟამად მკურნალობაზე მყოფ პაციენტების რაოდენობას. ხუთი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, სამი არის უკვე არსებული დაავადებულებთან კონტაქტი, ორი არის საკარანტინო სივრციდან, ინფექციური საავადმყოფოში არც ერთ არ არის მოთავსებული“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები