ქართველი ემიგრანტი: ამაყი ვარ საქართველოს მთავრობითა და ქართველების გვერდში დგომით
“საქართველოს მთავრობისა და ათენის საელჩოს დახმარებით, ქართველი ემიგრანტი, რომელიც ათენის საავადმყოფოში მკურნალობდა, დაბრუნდა საქართველოში. ხარჯები მთლიანად საქართველოს მთავრობამ აანაზღაურა”, – ამის შესახებ საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი სოციალურ ქსელში წერს და ერთ-ერთი ემიგრანტის ისტორიას ჰყვება.
ის საქართველოს მთავრობასა და საელჩოს მადლობას უხდის თანადგომისთვის.
„გუშინ, 20 მაისს ფრენა განხორციელდა ათენიდან საქართველოს მიმართულებით „საქართველოს ავიახაზების” მიერ, გადაყვანილი იქნა ბევრი ქართველი ემიგრანტი, მათ შორის, ერთ-ერთი მგზავრი, გულნაზი, რომელიც მოთავსებული იყო ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოში და მკურნალობას გადიოდა, მუდმივ კავშირში იყო საელჩო საავადმყოფოს ექიმებთან. საქართველოს მთავრობისა და ათენის საელჩოს დახმარებით, ის დაბრუნდა საქართველოში. საავადმყოფოსა და მგზავრობის ხარჯები მთლიანად საქართველოს მთავრობამ აანაზღაურა. მადლობა საქართველოს მთავრობასა და ათენის საელჩოს ამისთვის. პირადად შევესწარი ამ ქალბატონის ავადმყოფობას და ქართველების მის მიმართ გვერდში დგომას. ამაყი ვარ საქართველოს მთავრობითა და ქართველების გვერდში დგომით გულნაზის მიმართ”, – წერს ემიგრანტი.