კახა კალაძე: მიკროავტობუსები განახლებული და მოწესრიგებული იქნება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიკროავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი არსებული ვითარების გამო დროებით შეჩერდა, თუმცა აუცილებლად განახლდება.

კალაძის თქმით, მიკროავტობუსებიც განახლებული და მოწესრიგებული იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„მოწესრიგებული იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულება და იქნება ისე, როგორც არასდროს. ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, ვინც მართლა შეძლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულ მოწესრიგებას.

გარდა ამისა, მიკროავტობუსების ჩანაცვლების თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო, ტენდერი, ფაქტობრივად, გამოცხადებული იყო, თუმცა ამ სიტუაციის გამო დროებით შევაჩერეთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ განხორციელდება მიკროავტობუსების შესყიდვა, აუცილებლად განახლდება და მიკროავტობუსებიც იქნება განახლებული და მოწესრიგებული.

პარალელურად, ჩვენ ამ პროექტების განხორციელების დროს მაქსიმალურად ვითვალისწინებთ იმას, რომ ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს, განახლდეს და შეიქმნას საავტობუსე ზოლები იმისთვის, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეძლოს ყოველგვარი პრობლემების გარეშე გადაადგილება”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები