რომან გოცირიძე დავით მათიკაშვილს ბოდიშს უხდის

„ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით მათიკაშვილს ბიუროზე მომხდარი დაპირისპირების გამო ბოდიშს უხდის.

როგორც რომან გოცირიძე ამბობს, დავით მათიკაშვილმა ის გამოიწვია, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას” პანდემია უწოდა, მან კი დეპუტატს სიტყვა „ვირუსით” ემოციურ ფონზე მიმართა.

„მან გამოიყენა ძალიან ცუდი, არაკორექტული სიტყვები, რომ დღეს ქვეყანაში არსებობს ორი ვირუსი – კორონავირუსი და „ნაციონალური მოძრაობა”. ქვეყანაში არის პანდემია და ეს პანდემია არის „ნაციონალური მოძრაობა” და ა.შ. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ მან გამომიწვია. მაგრამ ერთია, როცა ამბობ, ზოგადად, პარტიაზე, ან მოვლენაზე და მეორეა, როდესაც ადამიანს, პერსონალურად აყენებ შეურაცხყოფას. მე არ უნდა მეთქვა ეს სიტყვები და ბოდიშს ვუხდი. ადამიანს არ უნდა მიაყენო პირადი შეურაცხყოფა, შეიძლება დასცინო, იუმორით რაღაც უთხრა, მაგრამ პირადი შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო, ჩემთვის ეს არის ნორმა, მაგრამ ხანდახან ემოციურ სიტუაციაში ყველას გვეშლება და მე მას ვუხდი ბოდიშს”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები