მარკეტა გრეგორევა: საქართველო ევროკავშირის გრძელვადიანი და მნიშვნელოვანი პარტნიორია
„საქართველო, როგორც ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყანა, ევროკავშირის გრძელვადიანი და მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელსაც ევროკავშირის სამეზობლოში განსაკუთრებული ადგილი უკავია, ვამაყობ, რომ ამ ურთიერთობების გაღრმავებაზე ვმუშაობ”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგორევამ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო იყო და არის ევროკავშირის მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორი და დემოკრატიული პრინციპებისა და რეფორმებისადმი ერთგულებას ყოველთვის ადასტურებდა.
„ასევე, მინდა, მივულოცო საქართველოში ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მონაწილეობდნენ პოლიტიკური შეთანხმების მიღწევაში, რომელიც საქართველოში პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციისა და ნორმალიზაციისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. საქართველო ყოველთვის იყო და არის ევროკავშირის მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორი და ყოველთვის ადასტურებდა დემოკრატიული პრინციპებისა და რეფორმებისადმი ერთგულებას. ყოველთვის მზად ვარ, მხარი დავუჭირო საქართველოს დემოკრატიულ მცდელობებს ევროკავშირთან უფრო ღრმა პარტნიორობის მისაღწევად”, – განაცხადა მარკეტა გრეგორევამ.