იაპონიაში, ფუკუსიმასა და გიფუს პრეფექტურებში 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
იაპონიაში, ჰონსიუს კუნძულის აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროსთან ერთი საათის ინტერვალით 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის მეტეოროლოგიური სამმართველო ავრცელებს.
აღინიშნება, რომ ფუკუსიმას პრეფექტურის აღმოსავლეთ მხარეში მიწისქვეშა ბიძგები 50 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა.
მეორე მიწისძვრა, ასევე 5,3 მაგნიტუდის, გიფუს პრეფექტურასთან 10 კილომეტრის სიღრმეში მოხდა. აქაც ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა.
ორივე შემთხვევაში ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.