“მიმდინარე თვეში აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ საქართველოს $500 000-მდე დოლარის ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა”(ფოტოკოლაჟი)
აშშ-ს საელჩო საქართველოში, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მიმდინარე თვეში აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ საქართველოს $500 000-მდე დოლარის ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აღჭურვილობას შორისაა სათვალეები, დამცავი ფარები, დეზინფექციის ხსნარები, რესპირატორები, ინფრაწითელი თერმომეტრები და კომბინიზონები.
“ამ თვის განმავლობაში აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ $500 000-მდე დოლარის ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას, ჯანდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს. ამ აღჭურვილობას შორისაა სათვალეები, დამცავი ფარები, დეზინფექციის ხსნარები, რესპირატორები, ინფრაწითელი თერმომეტრები და კომბინიზონები. ეს მხარდაჭერა დაეხმარება საქართველოს ჯანდაცვის სფეროს უფლებამოსილ პირებს, COVID-19 საფრთხეზე რეაგირებისას იყვნენ დაცული და სანიტარიულ გარემოში”,- ნათქვამია განცხადებაში.