ანგელა მერკელი ქვეყნებს ჯანმო-ს სტაბილური დაფინანსებისკენ მოუწოდებს

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ეპიდსაფრთხესთან დაკავშირებით ნაადრევი გაფრთხილების მსოფლიო სისტემის გაუმჯობესებისა და ქვეყნებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მდგრადი დაფინანსებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ მან ჯანდაცვის გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის გახსნაზე განაცხადა.

“დღევანდელ კრიზისს ვერცერთი ქვეყანა დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება, ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ”, – აღნიშნა მერკელმა.

მისი თქმით, 2014 წელს ებოლას ვირუსზე ჯანმო-ს რეაგირების გამოცდილებამ ორგანიზაციის შიგნით მნიშვნელოვანი რეფორმები გამოიწვია, დიდი შვიდეულისა და ოცეულის ქვეყნებმა ჯანდაცვის საკითხები მუშაობის მთავარ პრიორიტეტად აქციეს, გარდა ამისა, ჯანდაცვის პრობლემა გაერო-შიც განიხილება.

“ამასთანავე, კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაგვანახა, რომ მსოფლიოს მასშტაბით კიდევ ბევრი რამის გაკეთება მოგვიწევს – ნაადრევი გაფრთხილების მექანიზმების გაუმჯობესების კუთხით, დაავადებების არიდების მხრივ, ჯანდაცვის გაცილებით ძლიერის სისტემის შექმნის მხრივ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია – ლეგიტიმური გლობალური ინსტიტუტია, რომლისკენაც მიდის ყველა ჯაჭვი. და რადგან ეს ასეა, მუდმივად უნდა შევამოწმოთ, როგორ შეიძლება, გავაუმჯობესოთ ორგანიზაციის სამუშაო პროცესები. აღნიშნული, ასევე, დაფინანსების მდგრად უზრუნველყოფას ითვალისწინებს”, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები