საფრანგეთში არეულობა მოხდა – პოლიციამ ახალგაზრდების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

პარიზის მახლობლად, არჟანტეის რაიონში პოლიციამ ახალგაზრდების ჯგუფის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

პროტესტის მიზეზი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ პოლიციის მანქანა, სავარაუდოდ, პირს დაეჯახა, რომელიც მოტოციკლს მართავდა.

BFMTV-ის ინფორმაციით, 18 წლის ბიჭთან დაკავშირებული ინციდენტი გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდამ საჭე ვერ დაიმორჩილა, ბოძს შეეჯახა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. თუმცა, თვითმხილველების თქმით, ავარიას უძღოდა საპოლიციო მანქანასთან შეჯახება.

მომხდარის შემდეგ  რაიონში, სადაც ახალგაზრდა ცხოვრობდა, არეულობა დაიწყო.

ხალხი ავტობუსის გაჩერებებს არბევდა და ნაგვის ყუთებს ცეცხლს უკიდებდა, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რის შემდეგაც ვითარება ჩაწყნარდა. თუმცა პოლიციის დანაყოფები რაიონში გამკაცრებულ პატრულირებას აგრძელებენ.

ქალაქ პოტუაზის პროკურატურამ, 18 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით, გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები