COVID-19-ის წარმოშობის დადგენას უკვე 122 ქვეყანა ითხოვს

ევროკავშირის ქვეყნები და ავსტრალია ახალი ტიპის კორონავირუსის მასობრივი გავრცელების წყაროს წარმოშობის დასადგენად დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.

ამის შესახებ ავსტრალიური მედიაკორპორაცია ABC იტყობინება.

აღნიშნულ წინადადებას მხარს 122 ქვეყანა, მათ შორის, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა, ბრიტანეთი, ინდონეზია, იაპონია, სამხრეთ კორეა და თურქეთი უჭერენ.

როგორც ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მერის პეინმა განაცხადა, ინიციატივის მომხრეებს სურთ “მსოფლიოს ჯანდაცვის დაცვის საკითხში გაკვეთილის გამოტანა”

თავის მხრივ, ევროსაბჭოს საგარეო კავშირების პრესმდივანმა ვირჯინია ბატუ-ხენრიკსონმა განაცხადა, რომ ევროკავშირს კონსენსუსის მიღწევა სურს, “ყველა მთავარი მოთამაშის მხარდაჭერას ვსაჭიროებთ, ჩინეთი კი ერთ-ერთი მათთაგანია“.

ინიციატივამ პეკინის მხრიდან მკვეთრი რეაქცია გამოიწვია, რომელმაც ავსტრალია ჩინეთის წინააღმდეგ პოლიტიკურ იერიშში დაადანაშაულა მიუხედავად იმისა, რომ წამოჭრილ წინადადებაში არც პეკინი და არც უხანი ნახსენები არ არის.

ამერიკელი დიპლომატები კი მეტად მკვეთრ ფორმულირებას ითხოვენ, რომელიც ვირუსის წარმოშობის გამოძიების დაწყებას სწორედ ჩინეთიდან ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები