რესტორნები, რომლებიც 7 ივნისიდან ღია სივრცეებში გაიხსნება

7 ივნისიდან “აჭარა ჯგუფში” შემავალი რამდენიმე ობიექტი მუშაობას განაახლებს.

„7 ივნისიდან გელოდებით „ლოლიტასა“ და Cafe Stamba-ში. ასევე  Rooms Hotel Tbilisi-სა და Rooms Hotel Kokhta-ს რესტორნების ღია სივრცეებსა და ფაბრიკას შიდა ეზოში. 15 ივნისიდან კი სტუმრების მიღებას განაახლებს სასტუმრო Rooms Hotel Kazbegi და Rooms Hotel Kokhta.
პანდემიამ ყველა უამრავი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა და ახლა, როგორც არასდროს, განსაკუთრებული ძალისხმევით უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს”, – აცხადებენ „აჭარა ჯგუფში“.

მათივე განცხადებით, უსაფრთხოების ახალი რეგულაციებისა და სტანდარტების შემუშავებაზე მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები