“ნუთუ რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს მეტად შესტკიოდა გული, ეგონა, რომ ხალხს დავხოცავდით, გადავდებდით რაღაცებს? ხომ ხედავთ, ღმერთმა როგორ გამოაჩინა, დაიფარა თუ არა ეკლესიის კლასტერი”

“ნუთუ რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს მეტად შესტკიოდა გული, ეგონა, რომ ჩვენს ხალხს დავხოცავდით? გამოვიდოდით და გადავდებდით რაღაცებს და რაღაცას გამოვიწვევდით?”, – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.

მისივე თქმით, ღმერთმა “ეკლესიის კლასტერი” დაიფარა.

„ღმერთმა ყველას შეუნდოს, ყველას თავისი ცოდვები აქვს. ჩემიდან დაწყებული სხვებსაც, უბრალოდ, ალბათ, აწი გონიერება უნდა გამოვიჩინოთ. პირველ რიგში უნდა ვეძიებდეთ, რაღაც საქციელი სათნო არის თუ არა უფლისთვის. ნუთუ რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს მეტად შესტკიოდა გული, ეგონა, რომ ჩვენ ხალხს დავხოცავდით? გამოვიდოდით, რაღაცას გადავდებდით და რაღაცას გამოვიწვევდით? ხომ ხედავთ, ღმერთმა როგორ გამოაჩინა, დაიფარა თუ არა „ეკლესიის კლასტერი“?“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფემ ასევე “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას მიერ საპატიმროდან პატრიარქის მისამართით გავრცელებულ გზავნილზე გააკეთა კომენტარი.

“ვულოცავ, რომ გამოვიდა ციხიდან, მაგრამ თავის თავზე უნდა ეფიქრა, იქიდან რომ მოუწოდებდა პატრიარქს. რა გაგიკეთებია? – შენს თავს მიხედე. თქვენი დარიგება არ გვჭირდება, გარედან არავის დარიგება არ გვჭირდება. დარიგება თუ გინდათ მოდით წყნარად დაგვარიგეთ და და გვითხარით. გიცნობთ ყველას და თქვენგან დასარიგებელი, არავისგან არაფერი არ გვაქვს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები