პატრიარქის კურთხევით, სასულიერო პირების მიერ თბილისის ქუჩების ხატებით შემოვლა და მოსახლეობის დალოცვა მიმდინარეობს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის კურთხევით, ამ წუთებში, სასულიერო პირების მიერ თბილისის ქუჩების ხატებით შემოვლა და მოსახლეობის დალოცვა მიმდინარეობს.

ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ერთკვირიანი ზეიმის დასრულების, აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანების, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღეს აღნიშნავს.

ავტოკოლონით მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები