დღეს პოეტისა და პროზაიკოსის ფრიდონ ხალვაშის დაბადების დღეა

“ჩემი საქები ყველა ერია,
მაგრამ ქარია თუ მეწყერია,
ქართული ზეცა ჩემი ჭერია,
ამიტომ ვამბობ: ჩემი კერია _
ჩემი აჭარა იყოს დღეგრძელი!”
დღეს პოეტსა და პროზაიკოსს,  ფრიდონ ხალვაშს 95 წელი შეუსრულდებოდა. ფრიდონ ხალვაში 1925 წლის 17 მაისს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეებში დაიბადა.
იყო საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრი, ასევე შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი.
ფრიდონ ხალვაში 50-მდე წიგნის ავტორია, რომელთა შორისაა: „ჭოროხის ხვაშიადი“, „საყვედური“, „გენაცვალე“, „ეს დღე“, „დარდი“, „ასი მზე დედის გულისა“.

მისი პირველი ლექსი 1948 წელს, პოეტური კრებულში „გზის ქვეყანა“ გამოქვეყნდა.

2010 წლის 17 მაისს თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ფრიდონ ხალვაშის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამოზე ლექსის წაკითხვისას მუხრან მაჭავარიანი გარდაიცვალა, სწორედ ამის შემდეგ ფრიდონ ხალვაში მძიმედ ავადმყოფობდა. პოეტი გარდაიცვალა ამავე წელს. იგი სოფელ გეგელიძეებშია დაკრძალული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები