საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 6-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 12-ით გაიზარდა. შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 695-ს შეადგენს, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 6-ით გაიზარდა და 425-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 3822 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 360 პირი.

ცნობისთვის, 695 ადამიანიდან 425 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 12 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 3 მოქალაქეა გადმოყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები