მამუკა მდინარაძე: საზოგადოებაში დაგროვებულ კითხვებს პრემიერი ამომწურავ და დეტალურ პასუხს გასცემს

„საზოგადოებაში დაგროვებულ კითხვებს პრემიერი, ბუნებრივია, გასცემს ამომწურავ და დეტალურ პასუხს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის მიერ პრემიერმინისტრის პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარების თაობაზე განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერი ინტერპელაციის წესითაც მივა პარლამენტში და შემდეგ ანგარიშსაც წარადგენს.

„ბუნებრივია, პრემიერს საქართველოს პარლამენტში გამოცხადების არანაირი პრობლემა არ აქვს. რადიკალურმა ოპოზიციამ იცოდა რა, რომ ამ თვის ბოლომდე წერილობითი ანგარიში უნდა წარმოდგენილიყო რეგლამენტის მიხედვით საქართველოს პარლამენტში და შემდეგ თვეში ისედაც უნდა გამოცხადებულიყო პრემიერი, ვრცელი ანგარიში გაეკეთებინა პარლამენტის წინაშე, გამოიძახეს ინტერპელაციის წესით, მაგრამ არც ეს არაა პრობლემა. ინტერპელაციის წესითაც მოვა და შემდეგ ანგარიშსაც წარმოადგენს. ასე რომ, ორივე საკითხი იქნება ამოწურული და ვრცელ, დეტალურ ინფორმაციას წარმოადგენს პრემიერმინისტრი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები