შალვა პაპუაშვილი: საქართველო რუსეთთან აფხაზეთის ტერიტორიის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს

“საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ფედერაციასთან აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ აწარმოებს”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„საქართველოს ხელისუფლებას ამ მხრივ არანაირი კომუნიკაცია არ აქვს. რაც შეეხება ურთიერთობების აღდგენას რუსეთის ფედერაციასთან, ამაზე არაერთხელ გვითქვამს. არის მარტივი წინაპირობა. ეს გახლავთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოსთან აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები