შალვა პაპუაშვილი: ილიას უნივერსიტეტის ზოგიერთი წარმომადგენლის ადგილას ძალიან დავფიქრდებოდი, როდესაც მათი მთავარი გამომქომაგებელი არის მიხეილ სააკაშვილი
“რაც შეეხება ილიას უნივერსიტეტის ზოგიერთ წარმომადგენელს, მათ ადგილას ძალიან დავფიქრდებოდი. როდესაც მათი მთავარი გამომქომაგებელი არის მიხეილ სააკაშვილი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განათლების რეფორმის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ქვეყანას პრობლემური უმაღლესი განათლების სისტემა აქვს და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს.
„რაც შეეხება ილიას უნივერსიტეტის ზოგიერთ წარმომადგენელს, მათ ადგილას ძალიან დავფიქრდებოდი. როდესაც მათი მთავარი გამომქომაგებელი არის მიხეილ სააკაშვილი, ძალიან დავფიქრდებოდი რასთან გვაქვს საქმე, თუ იქ ვინმე არის გულწრფელი. თუ მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრები არიან, გასაგებია რასთანაც გვაქვს საქმე. რაც შეეხება გუშინ გაცხადებულ საკითხებს. რა არის ამაში ახალი?! ჯერ კიდევ შარშან გამოქვეყნდა კონცეფცია, რომელზეც სამთავრობო კომისია მუშაობდა, რომელშიც 7 გამოწვევა დასახელდა უმაღლესი განათლების წინაშე. არ არსებობს არცერთი ადამიანი, არცერთ უნივერსიტეტსა და სასწავლებელში, საექსპერტო წრეში, რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, რომ არ არსებობს ეს 7 პრობლემა, მათ შორის არის განათლების ხარისხი, ინსტიტუციური მოწყობა და ა.შ. ჩვენ პრობლემური უმაღლესი განათლების სისტემა გვაქვს, ეს უნდა გავაცნობიეროთ. არის მცდელობა ისე წარმოაჩინონ, თითქოს ყველაფერი კარგადაა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.